სასწავლო სივრცე

PR ტექნოლოგიები

11-11-2011


  ვორლდ ექსპრესის ტრეინინგ ცენტრი გთავაზობთ სერთიფიცირებულ ტრეინინგს
             

                                        „PR ტექნოლოგიები“

 

 

  როგორ ჩავაყენოთ ინტერნეტსივრცე, მედია და საზოგადოება საკუთარ სამსახურში.

 

 

 

კურსის მიზანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შესძინოს საკუთარი ბიზნესის საუკეთესო შეფუთვით წარმოდგენის უნარ-ჩვევები, ირიბი და უფასო რეკლამის კეთების ხერხები და თანამედროვე ინტერნეტ საშუალებების მაქსიმალურად გამოყენების მეთოდები;
კურსის ფარგლებში შეისწავლება შემდეგი დისციპლინები:
• თანამედროვე PR ტექნოლოგიების მიღწევები;
• სოციალური ქსელები და თამამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიები;
• ჟურნალისტები და PR-ის წარმომადგენლები - რა აქვსთ საერთო და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან;
• კომპრომატების გაუვნებელყოფა; კრიზისის მენეჯმენტი; კრიტიკული სიტუაციის მართვა;
• ბიზნეს დაზვერვა და ბრენდინგი; პარტნიორების და ფინანსების მოძიება;
• იმიჯი და რეპუტაცია - პრესკონფერენცია, ბრიფინგი, პრეზენტაცია, PR კომპანია;
• მონაცემთა ბაზა - კონტაქტები ფურცელზე და კონტაქტები პირადად;
• შიდასამზარეულოს „დალაგება“ და პროფესიული ქსელი სამსახურში;
• იდეები - სასარგებლო უფროსისთვის, საინტერესო პოტენციური კლიენტებისთვის;
• ღია და საიდუმლო ინფორმაცია;
• რას ვერ დაუმალავ საზოგადოებას;
• PR ტერმინოლოგია
თეორიულ ცოდნასთან ერთად მსმენელებს საშუალება ექნებათ პრაქტიკული მაგალითების განხილვით მიიღონ გადაწყვეტილებები და იპოვონ გამოსავალი კრიზისული სიტუაციიდან;

მსმენელების სასწავლო მასალით ტრეინინგ ცენტრი უზრუნველყოფს.

კურსის ხანგრძლივობა: 24 აკადემიური საათი (1 თვე).


კურსის საფასური: 250 ლარი;

ლექტორი - თინათინ დვალიშვილი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი,2011წ.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: training@wex.ge
ტელ: (+995 32) 2492949, (+995 574)403344
კომპანიის ვებგვერდი : Wex.ge
ვორლდ ექსპრესი გისურვებთ წარმატებას !



უკან
ბანერები
Created By itoffice