სასწავლო სივრცე

სახელშეკრულებო სამართალი

30-11-2011


 

     სახელშეკრულებო სამართალი ნებისმიერი პროფესიის

                                     მსმენელისათვის


   კონსტიტუციურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერ ჩვენთაგანს უწევს სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა მეორე პირთან, იქნება ეს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, სესხის ხელშეკრულება თუ სხვა.

   ნებისმიერი ჩვენთაგანი შესაძლოა გახდეს დამსაქმებელი, დასაქმებული, მჩუქებელი, გამჩუქებელი და ა.შ. სწორედ ამიტომ, საჭიროა სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრონციპების და იმ თავდაცვითი მექანიზმების ცოდნა, რასაც კანონი უზრუნველყოფს და მათი გათვალისწინება ხელშეკრულებების მომზადების თუ ხელმოწერის დროს. 

ყოველდღიურად უამრავი ხელშეკრულება იდება და ხშირად ისინი სასამართლო განხილვის საგანი ხდება მათი გაბათილების მოთხოვნით, რადგან არაკვალიფიციურად არის შედგენილი.

სწორედ ამიტომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია მას კანონის ფარგლებში, რათა მოახდინოს სწორი და სამართლებრივად არგუმენტირებული გაგება ამა თუ იმ შემოთავაზებისა.

ტრეინინგის მონაწილეები გაეცნობიან კვალიფიციურად მომზადებულ ხელშეკრულებების ნიმუშებს, რომელიც დაეხმარება მათ შემდგომში იურიდიული დოკუმენტაციის სწორად გაფორმებასა და გამოყენებაში.

ასევე ეცოდინებათ თუ რა არის მათთვის და არა მეორე მხარისათვის სასარგებლო და მომგებიანი ხელშეკრულების ხელმოწერის დროს.

ტრეინინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

• ზოგადი წარმოდგენები სამოქალაქო სამართლის ვალდებულებითი ნაწილის (სახელშეკრულებო სამართლის) შესახებ.
• შრომითი ხელშეკრულება.
• კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება.
• გაფიცვა-ლოკაუტი
• ჩუქების ხელშეკრულება
• ტურისტული მომსახურეობის ხელშეკრულება


კურსის ხანგრძლივობა : 18 აკადემიური საათი

ტრეინინგს უძღვება საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი თინათინ პაპავაძე.

კურსის საფასური: 220 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

პირველი ლექციის შემდეგ , მსმენელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტრეინინგში მონაწილეობაზე. ტრეინინგის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა მოხდეს საფასურის 50% დაფარვა 3 სამუშაო დღეში, მსმენელთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: training@wex.ge
ტელ: (+995 32) 249 29 49, (+995 574) 40 33 44

ვორლდ ექსპრესი გისურვებთ წარმატებას !



უკან
ბანერები
Created By itoffice