სასწავლო სივრცე

საერთაშორისო ინგლისურენოვანი  საზაფხულო  ბანაკი
20 დღე მხოლოდ ინგლისურად!

 

 

დასვენება, გართობა და აქტივობები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში!
სასაუბრო ინგლისური ინტენსიური მეთოდით!

ცხოვრება სასტუმროში „ბაკურიანი რესორტი“ და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები! ყველაფერი ეს ჩვენს ბანაკში! ბანაკის მდებარეობა: კურორტი ბაკურიანი.


ბანაკელების ასაკი 6-დან 17 წლის ჩათვლით.
თარიღები:
I ნაკადი - 22.06-11.07.20 (20 დღე და 19 ღამე)
II ნაკადი - 16.07-04.08.20 (20 დღე და 19 ღამე)

სწავლების მეთოდი ეფუძნება ინგლისურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ტარდება სპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.
ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან უცხოელი და ქართველი პედაგოგები.
ჩვენმა კომპანიამ 2011 წლიდან დაიწყო საქართველოში ინგლისურენოვანი ბანაკების ორგანიზება და უკვე მე-10 წელია ბანაკში ბავშვები არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ უცხოეთიდანაც ჩამოდიან. ბოლო წლების სტატისტიკით  WEX International Camp-ში 9-10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბანაკის მონაწილეთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენს ბანაკს ყოველწლიურად სტუმრობენ.


პროგრამა და პირობები (ფასში შედის):
- პროგრამის ხანგრძლივობა: 20 დღე/19 ღამე;
- წევრთა რაოდენობა ჯგუფებში: 20 (+-3), ყოველ ჯგუფში 2 პედაგოგი და 1 ჯგუფის ხელმძღვანელია (უმცროს ჯგუფს (6-8წ) პედაგოგებთან ერთად ჰყავს ძიძა);
- ბანაკის ხელმძღვანელი, ბანაკის ხელმძღვანელის ასისტენტი;
- სპეციალისტების ხვადასხვა აქტივობებისთვის;
- საცხოვრებელი ადგილი: სასტუმრო „ბაკურიანი რესორტი“;
- ბავშვები იცხოვრებენ 3-4-5 ადგილიან ნომრებში. ყველა ნომერში არის სველი წერტილი.
- ოთახების დალაგება-დასუფთავება ყოველ დღე, სანიტარული დამუშავება -ყოველ მე-3 დღეს; თეთრეულის შეცვლა ყოველ მე-5დღეს;
- მეცადინეობა და აქტივობები ინგლისურ ენაზე მთელი დღის განმავლობაში (კარგი ამინდის შემთხვევაში აქტივობების დიდი ნაწილი ჩატარდება ღია ცის ქვეშ);
- საკანცელარიო ნივთები;
- კვება: 3-ჯერადი, შვედური მაგიდა. ღორის ხორცი რაციონში არ არის. ყოველდღიურად მიირთმევენ კერძებს ხორცით, ან თევზით, რძის პროდუქტს, ხილს და ბოსტნეულს, ნამცხვარს (სურვილის შემთხვევაში, მოგაწვდით დეტალურ მენიუს);
- სასტუმროში არის: კალათბურთის, მინი-ფეხბურთის და ფრენბურთის მოედანი; აგრეთვე ინვენტარი სხვადასხვა სპორტული თამაშებისთვის;
- ლაშქრობები;
-სხვადასხვა შეჯიბრი და კონკურსები, სპორტული ღონისძიებები;
- დაზღვევა საქართველოს ტერიტორიაზე (ბანაკის ნაკადის მიმდინარეობის პერიოდში);
- ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი; ქუთაისი-ბაკურიანი-ქუთაისი; ბათუმი-ბაკურიანი-ბათუმი; მგზავრობა კომფორტული ავტობუსით (შეკრების ადგილები და დრო მითითებულია ქვემოთ);
- მაისურები კომპანიის ლოგოთი;
- კომპანია «WorldExpress »-ის სერთიფიკატი;
- კომპანია «WorldExpress »-ის დიპლომები;
- კომპანია «WorldExpress »-ის მედლები;

აქტივობები და ფაკულტატურები:
 
სამსახიობო ხელოვნება (მასტერკლასი) ;
„ვინ მინდა გავხდე“ - სხვადასხვა პროფესიების მასტერკლასები;
Body language -სხეულის და მიმიკის ენა (მასტერკლასი);
ქართული ეროვნული ცეკვების შესწავლა;
ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა;
სამეჯლისო ცეკვების შესწავლა;
სკაუტური მოძრაობის მასტერ-კლასი;
ჟესტების (ყრუ-მუნჯთა) საერთაშორისო ინგლისური ენის შესწავლა;
არტ-თერაპია;
ორიგამი;
ქართული ენის ფაკულტატური უცხოელებისთვის;
20 დღის განმავლობაში ბავშვს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს 4 ფაკულტატურ წრეში.


ექსკურსიები (ფასში არ შედის):დაგეგმილია სხვადასხვა ექსკურსიები. ექსკურსიის შესყიდვა უნდა მოხდეს წინასწარ, ბანაკის საგზურის დაჯავშნისას. მონაწილეს შეუძლია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე ექსკურსია.
ექსკურსიების ჩამონათვალი:
- ქუთაისი (მიმოხილვითი ექსკურსია) – გელათის სამონასტრო კომპლექსი (XII საუკუნე), პრომეთეს მღვიმე – ფასი: 60ლარი (ფასი არ მოიცავს ნავებით გასეირნებას)
- რაბათის ციხე – ფასი: 45ლარი
- მცხეთა, ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე) - ფასი: 45ლარი
- ბორჯომის პარკი- ფასი: 35ლარი.
ექსკურსიები გაიმართება ინგლისურ ენაზე. 6-7-8 წლის ბავშვები დაიშვებიან მხოლოდ ექსკურსიაზე ბორჯომის პარკში.
ისეთი ექსკურსიების დროს, როცა ჯგუფი ვერ ასწრებს სასტუმროში სადილისთვის დაბრუნებას, კვება იქნება ორგანიზებული საექსკურსიო ობიექტის მახლობლად მდებარე რესტორანში. კვება შედის ექსკურსიის ფასში.
შენიშვნა: დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებს მხოლოდ 1 საათით აქვთ მობილური ტელეფონების გამოყენების უფლება. დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში ტელეფონები ინახება ჯგუფის ხელმძღვანელთან. მშობელს შეუძლია 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს ბანაკის ხელმძღვანელს ან ბანაკის ხელმძღვანელის ასისტენტს და მიიღოს ინფორმაცია ბავშვის შესახებ.
მშობელთა დღე: არა!
თუ ბავშვს დაბადების დღე აქვს, მშობლებს შეუძლიათ ბავშვის ბანაკიდან გაყვანა საუზმის შემდეგ ვახშმამდე.
ორგანიზებული ტრანსფერები ქალაქებიდან (ფასში შედის):
შეკრება:
I ნაკადი: 22.06.20

თბილისი, ბიზნეს-ცენტრი „მეგალაინი“-ს ავტოსადგომი (რაჟდენ გვეტაძის ქუჩის მხრიდან), არჩილ კერესელიძის ქუჩა 12. შეკრება: 09:00 სთ, გამგზავრება 10:00 სთ
ბათუმი, მისამართი: ბულვარის ცენტრალური შესასვლელი.
შეკრება: 07:30 სთ, გამგზავრება 08:00 სთ. შეკრების ადგილზე დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი და მძღოლი.
ქუთაისი, მისამართი:ახალგაზრდობის პარკის ცენტრალური შესასვლელი.
შეკრება: 10:00 სთ, გამგზავრება 10:30 სთ. შეკრების ადგილზე დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი დ ამძღოლი (ქუთაისის მგზავრებს და იმატებს ბათუმიდან მომავალი ტრანსპორტი).

II ნაკადი: 16.07.2020
თბილისი, ბიზნეს-ცენტრი „მეგალაინი“-ს ავტოსადგომი (რაჟდენ გვეტაძის ქუჩის მხრიდან), არჩილ კერესელიძის ქუჩა12. შეკრება: 09:00 სთ, გამგზავრება 10:00 სთ
ბათუმი, მისამართი: ბულვარის ცენტრალური შესასვლელი.
შეკრება: 07:30 სთ, გამგზავრება 08:00 სთ. შეკრების ადგილზე დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი და მძღოლი.
ქუთაისი, მისამართი:ახალგაზრდობის პარკის ცენტრალური შესასვლელი.
შეკრება : 10:00 სთ, გამგზავრება 10:30 სთ. შეკრების ადგილზე დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი დამძღოლი (ქუთაისის მგზავრებს და იმატებს ბათუმიდან მომავალი ტრანსპორტი).
სხვა რეგიონების წარმომადგენლები უნდა მობრძანდნენ ზემოთ მითითებულ შეკრების პუნქტებთან. !მშობლებმა წინასწარ უნდა გვაცნობონ, შეკრების რომელ პუნქტზე მიიყვანენ ბავშვს!
რეგისტრაციისთვის საჭიროა: გამოგზავნოთ (მშობელმა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე camp@wex.ge ან მოიტანოთ კომპანიის ოფისში ბავშვის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, შეავსოთ ანკეტა (გამოგეგზავნებათ ელექტრონულად ან გადმოგეცემათ პირადად, კომპანიის ოფისში), მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას (გამოგეგზავნებათ ელექტრონულად ან გადმოგეცემათ პირადად, კომპანიის ოფისში). რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, თანხის 30%-ის გადახდა ხელშეკრულებაში მითითებულ კომპანიის ანგარიშზე. თანხის დარჩენილი 70% შეგიძლიათ თქვენთვის ხელსაყრელი გრაფიკის მიხედვით ჩარიცხოთ. აუცილებელი პირობაა, თანხა სრულად დაიფაროს ბანაკის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.
გადახდისას დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: „(ბავშვის სახელი და გვარი) საზაფხულო ბანაკის I ნაკადში (ან II ნაკადში) მონაწილეობის საფასური“.
ფასში არ შედის: დამატებითი დაზღვევა, დამატებითი ტრანსფერები, ექსკურსია და სხვა მომსახურება, რაც არ არის მითითებული პროგრამაში.

ფასი (საქართველოს მოქალაქეებისთვის): 1750ლარი
ფასდაკლებები:
1750 ლარი ერთ ბავშვზე, ხოლო 1700 ლარი მეორე და მომდევნო ბავშვზე, თუ ბავშვები არიან ერთი ოჯახიდან.
1700 ლარი მათთვის, ვინც ერთხელ მაინც მონაწილეობდა ჩვენს ბანაკში.

დღის განრიგი:
08:00 – გაღვიძება;
08:30 - დილის ვარჯიში;
09:00 - საუზმე;
09:30 - პირველი მეცადინეობა (სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი;
10:30 - შესვენება;
10:45 – მეორე მეცადინეობა (გეოგრაფია, ისტორია...);
11:45 -შესვენება
12:00 - ჯგუფური აქტივობები;
14:00 - სადილი;
14:30 - მესამე მეცადინეობა (კომუნიკაციის უნარები)
15:30 - სპორტული ღონისძიებები;
16:30 - თამაშები და აქტივობები ჯგუფებში;
18:30 - თავისუფალი დრო (გაიცემა მობილური ტელეფონები 1 საათის განმავლობაში);
19:30 - ვახშამი;
20:00 - შეჯიბრი, კონკურსები, კრეატიული თამაშები, დისკოთეკა;
21:00 - ფილმის ჩვენება;
22:30 - დაძინება;


ფასი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, იხილეთ ბმული:
http://travel.wex.ge/index.php?option=com_content&task=view&id=996&Itemid=191

საკონტაქტო ინფორმაცია:

შ.პ.ს. „ვორლდ ექსპრესი“
E-mail: camp@wex.ge
Skype: worldexpressconsultant; world.express.travel-1
Tel.: +995 574 404089(მარი); +995 593264818 (თამუნა); +995 574 404003(კახა),
ოფისი: +995 322 492949;
კომპანიის მისამართი: #12-ა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 0160 თბილისი, საქართველო.

დამატებითი ინფორმაცია:
შ.პ.ს. „ვორლდ ექსპრესი“ (ს/კ: 205284342) 2009 წელს დაარსდა.
დღეს კომპანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:
- შემომყვანი ტურიზმი;
- გამყვანი ტურიზმი;
- ავიაბილეთები;
- ტრანსპორტით მომსახურება;
- საერთაშორისო საბავშვო ბანაკები (WEX International Camp).
კომპანია2009 წლიდან წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი მომხმარებლები საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები არიან. ჩვენი გამოცდილი გუნდი მომსახურების სანდოობასა და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
2011 წლიდან კომპანია საერთაშორისო ინგლისურენოვან საბავშვო ბანაკებს უკეთებს ორგანიზებას. ბანაკს არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც სტუმრობენ. ბოლო წლების სტატისტიკით WEX International Camp-ში 9-10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბანაკის მონაწილეთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენს ბანაკს ყოველწლიურად სტუმრობენ.

დეტალური ინფორმაცია ჩვენს შესახებ:
www.travel.wex.ge
www.training.wex.ge

FB გვერდი (ბანაკის): https://www.facebook.com/world.express.ltd/
გამოხმაურება: https://www.facebook.com/pg/world.express.ltd/reviews/?ref=page_internal

FB გვერდი (ტურიზმის):https://www.facebook.com/ToursInGeorgiaAndAbroad/
ფილმი-პრეზენტაცია: https://www.youtube.com/watch?v=fWYsNFou9VE
სხვავიზუალურიინფორმაცია YouTube-ზე:
https://www.youtube.com/channel/UCg7JKm1O4AjZspp6erxSpJA
https://www.youtube.com/watch?v=C3uQ2kFFWEI
https://www.youtube.com/watch?v=vf6GAuyNCuA
https://www.youtube.com/watch?v=aGUQ9ODvvzQ
https://www.youtube.com/watch?v=q_13ZQ9hmfE
https://www.youtube.com/watch?v=tjZDALnntrU
https://www.youtube.com/watch?v=YZhCvpp2Xjw




ბანერები
Created By itoffice