სასწავლო სივრცე

საქონელმცოდნე ექსპერტ-შემფასებელი

11-11-2011


  ვორლდ ექსპრესის ტრეინინგ ცენტრი გთავაზობთ სერთიფიცირებული ტრეინინგ- კურსს 
                        საქონელმცოდნე ექსპერტ-შემფასებელი


ტრეინინგ-კურსის მიზანი:


მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საქონელმცოდნეობისა და ექსპერტიზის სფეროსათვის.

ტრეინინგ-კურსის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

საერთო საქონელმცოდნეობა
• საქონელმცოდნეობის არსი და მიზანი;
• საქონლის კლასიფიკაცია, კოდირება და მარკირება;
• საქონლის ხარისხი;
• სტანდარტიზაცია და სერთიფიცირება;
• საერთაშორისო თანამშრომლობა;

საქონელი
• სასურსათო საქონელი (საერთო მიმოხილვა);
• არასასურსათო საქონელი ;
• საქონლის ჯგუფები;

საქონლის ექსპერტიზა
• ექსპერტიზის ძირითადი დებულებები და მიზნები;
• საქონლის ექსპერტიზის პრინციპები;
• ექსპერტიზა საქონლის ღირებულბის დადგენის მიზნით;

აღნიშნული პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას , ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
ტრეინინგის კურსდამთავრებულებს ექნებათ ღრმა ცოდნა ექსპერტიზასა და საქონელმცოდნეობაში და შეეძლებათ იმუშავონ კომერციულ, ფინანსურ და მარკეტინგულ დაწესებულებებში.


მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრეინინგის მასალებით.
ტრეინინგის შემდგომ ყველა მსმენელს გადაეცემა სერთიფიკატი შესაბამისი შედეგის მითითებით.
ტრეინინგის ხანგრძლივობა 42 აკადემიური საათი.
ტრეინინგჯგუფი შედგება 3-10 მსმენელისაგან .

ტრეინინგის სრული ღირებულება: დღის საათებში 480 ლარი (10:00-18:00)
საღამოს საათებში 550 ლარი ( 18:00-21:00)
საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ეტაპად.
ვორლდ ექსპრესის პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებზე ვრცელდება 15% ფასდაკლება.

განაცხადის მიიღების ბოლო ვადა : 25 ოქტომბერი,2011 წ.

დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: training@wex.ge
ტელ: (+995 32) 2492949, (+995 574)403344
მის: თბილისი, ალ.ყაზბეგის 12ა
ვებგვერდი: wex.ge

ვორლდ ექსპრესი გისურვებთ წარმატებას!



უკან
ბანერები
Created By itoffice