სასწავლო სივრცე

ტურისტული მომსახურების საკანონმდებლო თავისებურებანი

30-11-2011


                          ტურისტული მომსახურების 

                    საკანონმდებლო თავისებურებანი

                         +2 მასტერკლასი საჩუქრად




   

  საქართველოში უამრავი ტურისტული სააგენტო არსებობს, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებას მოგზაურთან, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები. ტურისტიც თავისმხრივ მშვიდად გრძნობს თავს, რადგან იცის რომ ის დაცულია. თუმცა ხშირ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ უკვირდება იმას, თუ რა შესაძლო გართულებები შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობამ ხელშეკრულების ამა თუ იმ პუნქტში. ეს პრობლემა ძირითადად შაბლონური წესით ან დაუფიქრებლად გაფორმებულ ხელშეკრულებებს ახლავს თან. 

   ტურისტულ სააგენტოსა და მოგზაურს შორის გაფორმებული დოკუმენტი, ეს არის დაცვის სამართლებრივი ბერკეტი ორივე მხარისათვის, ამიტომაც იგი უნდა იყოს მომგებიანი და უსაფრთხო. მოგზაურმა უნდა იცოდეს, თუ რისი უფლება აქვს მას კანონით მინიჭებული, ხოლო ტურისტულმა სააგენტომ უნდა იცოდეს რა შეუძლია მოსთხოვოს მას მოგზაურმა და რა გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება დააწვეს მას ხელშეკრულების მეორე მხარის მოთხოვნის თანახმად. 

ტრეინინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ტურისტული მომსახურეობის ხელშეკრულება

· ზოგადი მიმოხილვა.

· დეტალური ინფორაციის მიწოდების აუცილებლობა

· ფასის კალკულაციის წესები.

· მესამე პირი მოგზაურობაში.

· მოგზაურობის ხარვეზები

· ხარვეზების გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

· მოთხოვნის ხანმდაზმულობის ვადები.

· უარი ხელშეკრულებაზე


ტრეინინგის დასასრულებისას თქვენ გეცოდინებათ:

· თუ რა არის სასარგებლო და მომგებიანი კანონის თვალსაზრისით თქვენთვის როგორც ტურისტული სააგენტოსათვის;

· როგორ აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და როგორ გააფორმოთ ხელშეკრულება სწორად;

· გაეცნობით კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გაფორმებულ ხელშეკრულების ნიმუშებს, რაც დაგეხმარებათ შემდგომში თქვენი საქმიანობის სწორად, ეფექტურად და მომგებიანად წარმართვაში.

    პირველი ლექციის შემდეგ, მსმენელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტრეინინგში მონაწილეობაზე. ტრეინინგის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა მოხდეს საფასურის 50% დაფარვა 3 სამუშაო დღეში, მსმენელთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე.

ტრეინინგის ხანგრძლივობა : 10 აკადემიური საათი;

ტრეინინგს უძღვება საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი თინათინ პაპავაძე.

ტრეინინგის საფასური: 175 ლარი

ტრეინინგის მონაწილეებს ვორლდ ექსპრესისგან საჩუქრად

2 მასტერკლასი:
1. ტურისტული პროდუქტების გაყიდვები
2. ტურისტული ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი

მასტერკლასებს უძღვებიან მოწვეული სპეციალისტები.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: training@wex.ge

ტელ: (+995 32) 2492949, (+995 574) 403344

www.wex.ge

ვორლდ ექსპრესი გისურვებთ წარმატებას !



უკან
ბანერები
Created By itoffice