ვორლდ ექსპრესის თურქული ენის სასაუბრო კლუბი გთავაზობთ სასაუბრო თურქული ენის შესწავლას.
ენის სწავლების პროგრამა დაფუძნებულია აქტიურ კომუნიკაციაზე და ეხმარება მსმენელს ენობრივი ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკულად გამოყენებაში. სწავლებისას ხდება საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და განვითარება. არასტანდარტული და თავისუფალი გარემო ხელს უწყობს მსმენელს დაძლიოს შეცდომების დაშვების უხერხულობა და მაქსიმალურად გამოავლინოს მიღებული ენობრივი ცოდნა.
გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 1:45 წთ (15 წთ შესვენება).
ჯგუფი შედგება 4-8 მსმენელისაგან.
ერთი თვის სწავლის საფასური: 90 ლარი.